ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატს ტოვებს
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2018 22:06
ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატს ტოვებს

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის პოლიტიკური გადაწყვეტილება - ზაზა ოქუაშვილი თანამდებობას და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატს ტოვებს.

ზაზა ოქუაშვილი "კურიერთან" ინტერვიუში მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თანაგუნდელების უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღო.

"ხედავთ, რომ არის, ფაქტობრივად, პრესი. ასეთ გადაწყვეტილებებს ასე სასწრაფოდ, ასე ვთქვათ, ვგონებ, რომ უფრო სერიოზული საკითხებია. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს ნაადრევი, შეიძლება იყოს ნაჩქარევი, შეიძლება, არ ვიცი, ცხელ გულზე, მაგრამ, ვფიქრობ, რომ რადგან მიიღო ასეთი მიმართულება, ვფიქრობ, რომ გავაიოლო და უხერხულობას ავაცილო ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები," - განაცხადა ოქუაშვილმა.

ტეგები