სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2018 10:41
სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა უნდა გაგრძელდეს.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.
მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში მოკლეს.

ტეგები