პენტაგონის ხემძღვანელი თანამდებობას ტოვებს
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2018 11:11
პენტაგონის ხემძღვანელი თანამდებობას ტოვებს

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მეტისი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა.

ჯეიმს მატისი პოსტიდან თებერვლის ბოლოს გადადგება. როგორც ამერიკული მედიის ცნობით, თავდაცვის მინისტრის გადადგომისთვის მიზეზი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მორიგი დაპირისპირება გახდა, რაც სირიიდან ამერიკის ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

პენტაგონის ხელმძღვანელის წერილში, რომლითაც მან დონალდ ტრამპს მიმართა, წერია, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება ჰყავდეს თავდაცვის მინისტრი, რომელიც მის შეხედულებებს უკეთესად იზიარებს.

ჯეიმს მატისის შემცვლელს პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დაასახელებს.

ტეგები