ველისციხეში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2018 14:08
ველისციხეში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ველისციხის ინციდენტის მონაწილე პირები გოჩა მაისურაძე და მამუკა უსინაშვილი პატიმრობაში რჩებიან. ამის შესახებ ipn წერს.

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე უარი უთხრა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ადვოკატი, რომელიც დაკავებულებისთვის 5000- ლარიან გირაოს ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ მაისურაძეს და უსინაშვილს ბრალდება ველისციხის ინციდენტის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, შოთა დალაქიშვილის ცემას ედავება.

წინასასამართლო პროცესი 4 თებერვალს ჩაინიშნა.

ტეგები