შინაგან საქმეთა მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ხორავას საქმის შესახებ დაუსვეს
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2018 15:50
შინაგან საქმეთა მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ხორავას საქმის შესახებ დაუსვეს

შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გიორგი გახარიას კითხვები ხორავას საქმის შესახებ დაუსვეს.

,,საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ჩვენ დავადგინეთ, რომ არსებობდა ამ საქმის ირგვლივ მთელი რიგი ხარვეზები. ჩვენ დავადგინეთ, რომ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ან ჩატარდა დაგვიანებით. აქედან გამომდინარე გაჩნდა კითხვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაბამის მოხელეთა მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევას, კერძოდ, ვინმესთვის ხომ არ მოხდა ხელის დაფარება. აქედან გამომდინარე, ბატონო გიორგი მინდა გკითხოთ, შეისწავლა თუ არა აღნიშნული საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და მეორე - პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მოხელეთა მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და რატომ არ იწყება გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით?

მეორე, მსურს შევეხო კონკრეტულ ეპიზოდს, დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, ვინაიდან ეს არის საკითხი, რომელზეც საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ მიიღო პასუხი, თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე. ბატონი ზაზა გვესწრება დღეს პარლამენტში და შესაბამისად, გთხოვთ გვიპასუხოთ, როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე ბატონ ზაზას, რა გამოიკვეთა დამატებითი გამოძიების ფარგლებში ამ მიმართულებით და შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი?“-- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

,,რა გამოიკვეთა იმ შემოწმების და დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, რომლითაც უნდა მომხდარიყო ერთის მხრივ სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენის და დადასტურების შემთხვევაში და ასევე ცალკე გამოყოფილი საქმე, რომელიც ასევე არის არა მხოლოდ ერთი, არამედ შესაძლოა, სხვა პირთა მიმართაც - ამ მხრივ თუ არის რაიმე სიახლე, რომელზედაც დღეს შეიძლება პარლამენტმა მიიღოს ინფორმაცია ‘’- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ტეგები