თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2018 16:55
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ 00:00 საათიდან 22 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ასევე, 21 დეკემბრის 18:00 საათიდან ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება თავისუფლების მოედანზე.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

ტეგები