ცესკომ უკვე მიმართა პროკურატურას და თუ უკვე არ არის აღძრული საქმე უახლოეს დღეებში საქმე აღიძვრება - გიორგი გახარია არჩევნების გაყალბების ვიდე-კადრებზე
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2018 17:00
ცესკომ უკვე მიმართა პროკურატურას და თუ უკვე არ არის აღძრული საქმე უახლოეს დღეებში საქმე აღიძვრება - გიორგი გახარია არჩევნების გაყალბების ვიდე-კადრებზე

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრის შეკითხვას უპასუხა, გავრცელებული ვიდეო-კადრების შესახებ, რომელიც არჩევნების დროს კომისიის წევრების მიერ ბიულეტენების ყუთში ჩაგდებას ეხებოდა. კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება, მინისტრმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე ცესკომ მიმართა პროკურატურას და დარწმუნებულია, რომ ის გამოძიებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

„ტელევიზიაში გაშვებული კადრები, როდესაც საარჩევნო პროცესის უხეში დარღვევა იყო ნაჩვენები და იქ უბრალოდ, ჩაყრის კადრები იყო. მეც და თქვენც კარგად ვიცით, რომ ცესკომ უკვე მიმართა პროკურატურას ამ თემასთან დაკავშირებით, ისევე როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა პროკურატურას და დარწმუნებული ვარ უკვე თუ არ არის აღძრული საქმე უახლოეს დღეებში საქმე აღიძვრება და გამოძიება დაიწყება“, - აღნიშნა გახარიამ.

ტეგები