კონგოში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2018 17:06
კონგოში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თვითმფრინავი ან-26 ჩამოვარდა, რომელსაც სავარაუდოდ, რუსი პილოტები მართავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 23 ადამიანი იმყოფებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის ერთი წევრი და 5 მგზავრი.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ტეგები