სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2018 17:26
სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა

დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და წარუდგინა თავმჯდომარის სამი კანდიდატურა. 

წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა.

ტეგები