ლიქოკელი ბავშვები, რომლებსაც ფუტკრის გამრავლება სურთ, მაგრამ სკები არ აქვთ (ვიდეო)
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2018 17:53
ლიქოკელი ბავშვები, რომლებსაც ფუტკრის გამრავლება სურთ, მაგრამ სკები არ აქვთ (ვიდეო)

გაგა და გია - ძმები ლიქოკის ხეობიდან, რომლებიც მეფუტკრეობაზე ოცნებობენ. ორი ოჯახი ფუტკარი ხიდან ჩამოიყვანეს და ისე მოაშენეს. ფუტკრის გამრავლება სურთ, მაგრამ სკები არ აქვთ.

ბიჭები ბარისახოს სკოლაში სწავლობენ, ორშაბათიდან პარასკევამდე პანსიონში ცხოვრობენ, შაბათ-კვირას კი სახლში ბრუნდებიან და მშობლებს ეხმარებიან. მთელ ხეობას ლიქოკელების მრავალშვილიანი ოჯახიღა აცოცხლებს.

გაგა და გია ლიქოკიდან წასვლას არ აპირებენ მიუხედავად იმისა, რომ არც შუქი აქვთ და დიდთოვლობისა და ზვავების გამო უგზოდაც ხშირად რჩებიან. 

წყარო: მთის ამბები

ტეგები