სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა მიესაჯათ
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2018 20:16
სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა მიესაჯათ

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა მიესაჯათ. 

თურქეთის მოქალაქეს, რომელიც სასტუმროში ტექნიური მენეჯერი იყო 5 წელითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ფათიჰ იაუზს მენეჯერის პოზიციაზე მუშაობა ორი წლითაც აეკრძალა.

მეორე დაკავებულის გიორგი მიქელაძის ქმედება მოსამართლემ გულგრილობად გადაკვალიფიცირა და მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მიქელაძე არ იყო სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხმგებელი პირი. გაასაჩივრებენ თუ არა მხარეები გადაწყვეტილებას, ჯერ უცნობია.

გამოძიება გიორგი მიქელაძესა და ფათიჰ იაუზს სასტუმროში სახანძრო უსაფთხოების ნორმების დარღვებას ედავებოდა.

2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20-ზე მეტი დაშავდა. 

ტეგები