გიორგი გახარია ხორავას საქმეზე - რა დროც არ უნდა გავიდეს, გამოძიება უნდა დასრულდეს ისე, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვანების მშობლებისა და საზოგადოების მაქსიმალური ნდობა დაიმსახუროს
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2018 22:35
გიორგი გახარია ხორავას საქმეზე - რა დროც არ უნდა გავიდეს, გამოძიება  უნდა დასრულდეს ისე, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვანების მშობლებისა და საზოგადოების მაქსიმალური ნდობა დაიმსახუროს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენა შეაფასა. მისი განცხადებით, ის დღეს მოელოდა შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს, თუმცა ყველა დასმულ მწვავე შეკითხვაზე პასუხის გაცემაც
მნიშვნელოვნად მიიჩნია.

მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის, ოპოზიციის ნაწილის დასკვნაზე.
გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს \გამოძიება დასრულდეს ისე, რომ დაიმსახუროს გარდაცვლილი არასრულწლოვანების მშობლების და საზოგადოების ნდობა.

„რა თქმა უნდა იყო მწვავე დისკუსია, ჩვენ ამ დისკუსიისთვის ვიყავით მზად. იმედი გვქონდა, რომ ეს დისკუსია იქნებოდა შინაარსობრივი, გვესმის, რომ დაგროვილი მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია. ძალიან კარგად
გვესმის, როგორ მნიშვნელოვანია საპარლამენტო კონტროლი დემოკრატიის განვითარებისთვის. ვცემთ პატივს ინსტიტუტებს და სწორედ ამიტომ ვართ აქ. იმ მძიმე შეკითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენთვის იყო მისასალმებელი, რაც გავაკეთეთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მოველოდი შედეგზე ორიენტირებულ შინაარსობრივ დიალოგს. თუმცა პოლიტიკურმა ემოციებმა ცოტა გადაწონა.

ხორავას ტრაგედიაზე შექმნილი სპეციალური საგამოძიებო კომისია იყო საპარლამენტო კონტროლის წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ობიექტურად გვქონდა სერიოზული მოლოდინები იმისა, რომ კომისიის ძირითადი ამოცანა იყო სამოხელეო
დანაშაულის შესაძლებლობის გამოვლენა, თუმცა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, კომისია შევიდა პროცესუალურ თემებში, რაც იყო ფაქტობრივად დიდი შეცდომა. ჩვენ იმედით ვუყურებდით ამ საგამოძიებო კომისიის
ფუნქციონირებას და ეს იყო დღევანდელი დისკუსიის საგანი. მე მაქვს ძალიან მარტივი მიდგომა, როდესაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხდება ცალკე აღებული ადამიანის ტრაგედიის პოლიტიკურ შედეგებში და დივიდენდებში
კონვერტირება, რა თქმა უნდა ამას მოჰყვება პასუხისმგებლობაც. როდესაც, საგამოძიებო კომისია, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო სრულად დაკომპლექტებული უმრავლესობით. დღეს დავინახეთ, რომ ამ კომისიამ ვერც ერთი ახალი გამოვლენილი ფაქტი, ფაქტობრივი გარემოება გამოძიების ფარგლებში ვერ გამოავლინა. მხოლოდ და მხოლოდ ისე შეადგინა მისი საბოლოო დასკვნები, რაც ფაქტობრივად მოიცავდნენ გამოძიების შედეგებს - რაც ისედაც ჰქონდა გამოძიებას. კომისიამ გასცა დევნის დაწყების რეკომენდაცია, რომელიც საერთოდ არ არის მათი ფუნქცია და ამის შემდგომ ეს ყველაფერი საკმაოდ დამძიმებული პოლიტიკურ ფონზე ხდებოდა - ეს დღეს გახდა დისკუსიის საგანი. მაგალითისთვის, კომისიამ გამომძიებლებიდან დაკითხა მხოლოდ 1 გამომძიებელი, როდესაც იყო 5 და კომისიამ იმისთვის რომ მაყურებელზე მოეხდინა ეფექტი, პოლიტიკური კონვერტაცია მოახდინა, დაკითხა ხალხი, რომლებიც არასრულწლოვანთა საქმეების
გამოძიებაში სერთიფიცირებულიც არ იყო - ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა შეფასებები. რა თქმა უნდა ჩვენს პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე.

ვიაზრებთ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს გამოძიება დასრულდეს ისე, რომ დაიმსახურებს მაქსიმალურად შესაძლებელ ნდობას, დაზარალებული, გარდაცვლილი არასრულწლოვანების მშობლების და რა თქმა
უნდა, საზოგადოების ნდობას. მე მესმის, რომ ეს არის ჩვენი ტვირთი და სატარებელი გვექნება ბოლომდე.

კომისიამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და მან ვერ მოახერხა დაედგინა სამოხელეო გადაცდომა არსებობდა თუ არა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ შევძელით სისხლის სამართლის გამოძიების ერთი და მეორე საქმის გამოძიების ფარგლებში, მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც იქნება მისაღები და გაქრობს კითხვის ნიშნებს, საზოგადოებაში გაჩნდება განცდა, რომ საბოლოო შედეგი, სამართლიანი შედეგი ვერ დადგა, იმიტომ, რომ იყო რაღაც პროცედურული, საგამოძიებო მოქმედებები არშესრულებიული. ჩვენ ვთვლით, რომ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ერთხელ და სამუდამოდ წერტილის დასასმელად, ასეთი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვთვლით, რომ ეს შესაძლებელია. თუ ვერ მივიღეთ გამოძიებით ის შედეგი, რომელიც მისაღები და სამართლიანობის დამადასტურებელი იქნება და მე ვთქვი და კიდევ ერთხელ
გავიმეორებ, რომ ვიქნები პირველი, რომელიც ამ გამოძიების ფარგლებში ჩვენებას მისცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს ამ კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით. ჩვენ მართლა ბევრს და რუტინულად ვმუშაობთ ამ თემაზე. არის რამდენიმე პროცესი, აპელაცია მიმდინარეობს ახლა. ჩვენ გამოყოფილი საქმის ნაწილშიც ბევრს ვმუშაობთ. მე იმედი მაქვს, რომ გონივრულ ვადაში ჩვენ
შევძლებთ ისეთი დასაბუთებული შედეგის მიღწევას, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ყველა მხარისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტეგები