ინდონეზიაში ცუნამის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა
ამობეჭდვა · 23 / 12 / 2018 10:51
ინდონეზიაში ცუნამის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. დაშავდა 584 მოქალაქე. სტიქია სავარაუდოდ ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევას მოჰყვა. ზონდის სრუტეში ძლიერი ბიძგები გუშინ ღამით დაფიქსირდა. ზონდის სრუტე ინდონეზიის ორ კუნძულ – იავასა და სუმატრას ყოფს.

სტიქიის შემდეგ გავრცელებულ კადრებში დატბორილი ქუჩები და გადაბრუნებული მანქანები ჩანს. ამჟამად ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ინდონეზიას ძლიერი მიწისძვრა წელს სექტემბერშიც დაატყდა თავს. კუნძულ სულავესიზე მაშინ 2000 ადამიანი დაიღუპა.

ტეგები