ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 222-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 23 / 12 / 2018 15:53
ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 222-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 222-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც და ის 843-ს აღწევს.

ცუნამიმ ინდონეზიის კუნძულებს წინასწარ გაფრთხილების გარეშე გუშინ ღამით გადაუარა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სტიქია სავარაუდოდ ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის გამო, წყალქვეშ ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია.

ვულკანი კრაკატაუ ზონდის სრუტესთან მდებარეობს, რომელიც ერთმანეთისგან კუნძულ იავასა და სუმატრას ჰყოფს.

ტეგები