თბილისში „ინექს ჯგუფის” ოფისი დააყაჩაღეს
ამობეჭდვა · 23 / 12 / 2018 18:33
თბილისში „ინექს ჯგუფის” ოფისი დააყაჩაღეს

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კომპანია „ინექს ჯგუფის” ოფისი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

„ინექს ჯგუფი“ ამერიკიდან და ევროპიდან კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ახორციელებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ტეგები