თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში 2 წლის გოგო გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 23 / 12 / 2018 21:44
თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში 2 წლის გოგო გარდაიცვალა

თბილისში, თემქაზე მდებარე პედიატრიულ „პრივატ კლინიკაში" ორი დღის წინ, 2 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას 
„2020news“ ავრცელებს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება გახდა.

„საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. ფილტვებზე ჰქონდა პრობლემა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შევძელით. მძიმე ფილტვების ანთებით დაიღუპა“, – განაცხადეს კლინიკაში.

საქმეზე გამოძიება 116 - ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და მისი გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
 

ტეგები