მკვლელობა წავკისთან - შინდისის გზაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
ამობეჭდვა · 23 / 12 / 2018 23:35
მკვლელობა წავკისთან - შინდისის გზაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

შინდისის გზაზე, წავკისთან, სადაც დღეს საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაჭრილი ავტომანქანით საავადმყოფოში გადაჰყავთ, რა დროსაც გზაში გარდაიცვალა.

ავტომანქანაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ადგილზე იმყოფებიან დაღუპულის ახლობლები.

შინდისის გზაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ცივი იარაღით 30 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა მოკლეს, კიდევ ორი კი დაჭრეს.

წყარო: 1tv.ge

ტეგები