ცესკო დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2018 10:21
ცესკო დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები დღეს ფარული კენჭისყრის გზით ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა, კანდიდატს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12-კაციანი შემადგენლობიდან ხმების ორი მესამედი მიიღოს.

რეგლამენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კომისიის წევრები თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებენ, არჩევანის გაკეთება უკვე კანონმდებლებს მოუწევთ. საქართველოს პარლამენტი ვალდებული იქნება, პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი შვიდი დღის ვადაში აირჩიოს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია და ვლადიმერ ბოჟაძე 21 დეკემბერს წარადგინა.

 

ტეგები