ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2018 10:33
ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 281-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1016-მდე. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 222 დაღუპულისა და 834 დაშავებულის შესახებ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 57 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიის შედეგად დანგრეულია ასობით სახლი.

ცუნამიმ ინდონეზიის კუნძულებს წინასწარ გაფრთხილების გარეშე, შაბათ ღამით გადაუარა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სტიქია სავარაუდოდ ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის გამო, წყალქვეშ ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია.

ვულკანი კრაკატაუ ზონდის სრუტესთან მდებარეობს, რომელიც ერთმანეთისგან კუნძულ იავასა და სუმატრას ჰყოფს.

ტეგები