მასობრივი ავარია - ინდოეთში ერთმანეთს 50 მანქანა შეეჯახა
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2018 12:44
მასობრივი ავარია - ინდოეთში ერთმანეთს 50 მანქანა შეეჯახა

ინდოეთში მასობრივი ავარია მოხდა, ერთმანეთს, სულ მცირე, 50 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა შტატ ხარიანასთან მოხდა.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც.

ავარიის გამომწვევი მიზეზი ნისლი და დაბალი ხილვადობა გახდა.

ტეგები