წმინდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2018 13:14
წმინდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა ხუთშაბათს, 27 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ლიბერალი" საპატრიარქოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხდომაზე, სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის მხარდაჭერის საკითხსაც განიხილავენ, თუმცა საპატრიარქოში ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სინოდი ამ საკითხს სავარაუდოდ განიხილავს, თუმცა სხდომის დღის წესრიგი წინასწარი ცნობილი არ არის. 

ტეგები