წავკისში სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები - რა გახდა მკვლელობის მიზეზი
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2018 13:51
წავკისში სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები - რა გახდა მკვლელობის მიზეზი

წავკისში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნბილი. "იმედინიუსის" ინფორმაციით,  
ლექსო ფეიქრიშვილს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი თბილისში მიჰყავდა რა დროსაც მას ავარია მოუვიდა ტაბახმელაში მცხოვრებ ახალგაზრდასთან.

ავარიის დროს მანქანას სარკე მოტყდა. "ქრონიკის" ინფორმაციით სწორედ ეს ავარია გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი.

ლექსო ფეიქრიშვილი და მისი ბიძაშვილი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ, თუმცა ტაბახმელაში მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს და მეგობრებთან ერთად საქმის გასარჩევად წავკისში ჩავიდნენ.

შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, რა დროსაც ლექსო ფეიქრიშვილი და მისი ბიძაშვილი დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაიღუპნენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხ­ლის მე­-2 ნა­წი­ლის ე ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ტეგები