ცესკოს თავმჯდომარე კვლავ თამარ ჟვანია გახდა
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2018 14:24
ცესკოს თავმჯდომარე კვლავ თამარ ჟვანია გახდა

დღეს, 24 დეკემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ისევ თამარ ჟვანია დაამტკიცეს. ცესკოს წევრებმა თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. 

თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იყო კანდიდატს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12-კაციანი შემადგენლობისაგან ხმების ორი მესამედი მიეღო.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია და ვლადიმერ ბოჟაძე 21 დეკემბერს წარადგინა.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. მან ბოლო ოთხ თვეში, წინასაარჩევნო პერიოდში, 80 750 ლარი გამოიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-მ ცესკოდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო

ტეგები