კონსტანტინე გამსახურდია კლინიკაში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2018 15:10
კონსტანტინე გამსახურდია კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მას პულსი ჰქონდა აჩქარებული და დარჩება თუ არა კლინიკაში, ეს გამოკვლევების შედეგებზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების შესაძლო შეწყვეტის გამო, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მთავარი პროკურატურის მისაღებში შიმშილობა 11 დღის წინ დაიწყეს, რადგან მიმდინარე წლის 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ტეგები