ოკუპანტებმა ხურვალეთიდან გატაცებული ოთარ სამნიაშვილი გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2018 16:24
ოკუპანტებმა ხურვალეთიდან გატაცებული ოთარ სამნიაშვილი გაათავისუფლეს

ოკუპანტების მიერ ხურვალეთიდან გატაცებული ოთარ სამნიაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. 

"იმედინიუსის" ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ის ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს. გორში პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტში გამოკითხვის შემდეგ მას სახლში დააბრუნებენ.

33 წლის კაცი ოკუპანტებმა გუშინ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს და იძულებით გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სამნიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მას მეტყველებაც უჭირს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდე, რუსეთმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა. კრემლე დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

ტეგები