სალომე ზურაბიშვილმა გუნდის წევრები წარადგინა
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2018 17:14
სალომე ზურაბიშვილმა გუნდის წევრები წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის წევრები წარადგინა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ესენი არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია; ქეთევან მახარაშვილი - ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ეთნიკურ უცირესობებთან საკითხებში და ტერიტორიული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაციის ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის პრესსპიკერი; დიმიტრი გაბუნია - საპარლამენტო მდივანი; სიმონ პეტრიცი - შშმ პირების საკითხებში მრჩეველი; ნათია სულავა - დიასპორის და მოქალაქეობის საკითხებში მრჩეველი; აკია ბარბაქაძე - სამხედრო საკითხებში მრჩეველი; ირინა შენგელია - საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობასთან საკითხებში მრჩეველი; კოტე ნაცვლიშვილი - კულტურის, განათლების და მეცნიერების საკითხებში მრჩეველი.




 

ტეგები