ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 373-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2018 18:51
ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 373-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 373-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 1400 გადააჭარბა.

ცუნამმა ინდონეზიის კუნძულებს წინასწარ გაფრთხილების გარეშე, შაბათ ღამით გადაუარა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სტიქია, სავარაუდოდ, ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის გამო, წყალქვეშ ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია.

ვულკანი კრაკატაუ ზონდის სრუტესთან მდებარეობს, რომელიც ერთმანეთისგან კუნძულ იავასა და სუმატრას ჰყოფს.

სტიქიის შედეგად დანგრეულია ასობით სახლი.

სპეციალისტები ცნამის განმეორებას არ გამორიცხავენ, ამიტომ სანაპირო ზონებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ტეგები