მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფება
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2018 21:17
მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფება

ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფება. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

კალანდია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

22 დეკემბერს შსს-მ ხორავას ქუჩის საქმეზე 10-მდე არასრულწლოვანი გამოკითხა

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ტეგები