დიღმის ჭალების პროექტის განხორციელებას მომავალი წლიდან ვიწყებთ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 25 / 12 / 2018 19:14
დიღმის ჭალების პროექტის განხორციელებას მომავალი წლიდან ვიწყებთ - კახა კალაძე

დიღმის ჭალების პროექტის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში განაცხადა. მისი თქმით, თბილისში კიდევ ერთი პარკი გაშენდება. 

„უკვე გვაქვს დიღმის ჭალების პროექტი. უახლოეს მომავალში გავაკეთებთ პრეზენტაციას. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის და კიდევ ერთი საქალაქო პარკი შეემატება ქალაქს, ამ პროექტის განხორციელებას მომავალ წელს ვიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.