ზვიად გამსახურდიას შვილებს დღეს გენერალური პროკურორი შეხვდება
ამობეჭდვა · 26 / 12 / 2018 10:27
ზვიად გამსახურდიას შვილებს დღეს გენერალური პროკურორი შეხვდება

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე დღეს კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატ ამირან გიგუაშვილს შეხვდება. შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 15:00 საათზე გაიმართება.

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა შალვა თადუმაძესთან შეხვედრის თხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება გუშინ წარადგინა.

ტეგები