26 დეკემბერს მარშალ გელოვანის გამზირი დროებით გადაიკეტება - თბილისის მერია
ამობეჭდვა · 26 / 12 / 2018 11:26
26 დეკემბერს მარშალ გელოვანის გამზირი დროებით გადაიკეტება - თბილისის მერია

მარშალ გელოვანის გამზირზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის სამშენებლო სამუშაოების გამო, 26 დეკემბერს, ღამის 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე (დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით) და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობის ერთი ზოლი.

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ავტოსატრანსპორტო ნაკადი გადაადგილებას შემოვლითი გზით, ვაშლიჯვრის დასახლების გავლით შეძლებს.

ტეგები