წავკისში მომხდარ მკვლელობაში სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 26 / 12 / 2018 15:57
წავკისში მომხდარ მკვლელობაში სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ წავკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის გრიგოლ ბიბილაშვილის განმარტებით, საქმე ეხება მკვლელობის ჩადენას დამამძიმებელ გარემოებაში, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების საფრთხე, ამიტომ მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გამოძიება ორ ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის, ერთ პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

მკვლელობა წავკისში 23 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილები ბიძაშვილები არიან -დავით და ლექსო ფეიქრიშვილები. მათ სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.

ტეგები