შალვა თადუმაძე ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს ხვდება
ამობეჭდვა · 26 / 12 / 2018 16:09
შალვა თადუმაძე ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს ხვდება

მთავარ პროკურატურაში, შალვა თადუმაძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს ამირან გიგუაშვილს ხვდება.

მათი შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის წინ დაიწყო.

უწყებაში მოსულმა გამსახურდიამ და მისმა ადვოკატმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ზვიად გამსახურდიას კიდევ ერთი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია შეხვედრას ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

ტეგები