1 წელი პანკისის სპეცოპერაციიდან - მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ აქციას მართავენ
ამობეჭდვა · 26 / 12 / 2018 17:29
1 წელი პანკისის სპეცოპერაციიდან - მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ აქციას მართავენ

მალხაზ მაჩალიკაშვილი, ზაზა სარალიძე და მათი მხარდამჭერები პარლამენტის წინ აქციას მართავენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი 1 წლის წინ, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცის საქმეზე კონტროლის გაძლიერების მოთხოვნით საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს მიმართავს და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

,,ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო,26 დეკემბრამდე სახელმწიფოს ეღიარებინა,რომ შეცდომა დაუშვა.ეს მთელი პანკისის ხეობის მოთხოვა იყო.ეს საქართველოში მაცხოვრებელი ქართველი ერის მოთხოვნა იყო.ეს ქართველი ემიგრანტების მოთხოვნა იყო.კი არ შეასრულეს ჩემი მოთხოვნა,ერთი პროცენტითაც ვერ გაითვალისწინეს.მე ველოდებოდი 26დეკემბერს იქნებ გამოხმაურება ყოფილიყო.იქნებ ბოდიში მაინც მოეხადათ,"-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

წყარო: პრაიმტაიმი

ტეგები