სემეკი დღეს თბოელექტროსადგურების ტარიფებს დაადგენს
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2018 10:24
სემეკი დღეს თბოელექტროსადგურების ტარიფებს დაადგენს

დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია თბოელექტროსადგურების ტარიფებს დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ თბოელექტროსადგურების ტარიფებს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებზე გავლენა არ ექნება, რადგან მოსახლეობისთვის ტარიფები 2020 წლის პირველ იანვრამდეა დადგენილი.

იმ შემთხვევაში, თუ 2019 წლისთვის თბოსადგურების ტარიფები მოიმატებს, ამას სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებში მომავალი წლის ბოლოს ასახავს.

 

ტეგები