სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2018 10:46
სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველაპენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, ახალი წლისდღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 28-29 დეკემბერს დილის 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო 31 დეკემებრეს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

ტეგები