ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2018 13:48
ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ვენესუელაში, შტატ კარაბობოში მაგნიტუდით 5,6 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები გრინვიჩის დროით 8:59 საათზე, ქალაქ სან-დიეგოდან 4 კილომეტრში დაფიქსირდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ტეგები