საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წელს პოზიტიურად აფასებს
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2018 14:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წელს პოზიტიურად აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადეით, 2018 წელი პოზიტიური იყო და ქვეყანას ხელშესახები წინსვლა ჰქონდა ბევრი მიმართულებით. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ასე ახლოს ევროპულ ოჯახთან და ნატოსთან არასდროს ყოფილა. 

„მთლიანობაში 2018 წელი იყო პოზიტიური, ჩვენ გქვონდა ხელშესახები წინსვლა ძალიან ბევრი მიმართულებით, რასაც მოწმობს საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი დაწინაურება. ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი მისწარაფებების რეალიზაციისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ასე ახლოს ევროპულ ოჯახთან და ნატო-სთან არასდროს ყოფილა. ჩვენ შევეცდებით, რომ 2019 წელს ეს მიღწევები გავხადოთ კიდევ უფრო თვალსაჩინო და მოვახდინოთ ამ მიღწევების კონვერტაცია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. 2018 წელი ასევე ნაყოფიერი იყო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ეს ურთიერთობა ასეთი ყოვლისმომცველი არასოდეს ყოფილა. ჩვენი ქვეყანა რეგიონში აღიარებულია ლიდერად ყველა სფეროში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები