ეკა ბესელია - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2018 14:38
ეკა ბესელია - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ განაცხადა. ამის შესახებ ipn წერს.

ბესელიას განმარტებით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც თანამდებობის დატოვების თაობაზე ვანო ზარდიაშვილის განცხადება ჩაიბარა.

„დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ განცხადებას გადადგომის თაობაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ტეგები