მეუფე ზოსიმე - უკრაინის საკითხზე იანვარში მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და ჩვენი ეკლესია ამის შემდეგ მოახდენს რეაგირებას
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2018 14:58
მეუფე ზოსიმე - უკრაინის საკითხზე იანვარში მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და ჩვენი ეკლესია ამის შემდეგ მოახდენს რეაგირებას

უკრაინის საკითხზე მსოფლიო პატრიარქის დადგენილება იანვარში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც დააფიქსირებს საქართველოს ეკლესია თავის პოზიციას. ამის შესახებ ჟურნალისტებს წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ განუცხადა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა უკვე დასრულდა. იგი ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს სხდომაზე. საპატრიარქო უკვე დატოვა მიტროპოლიტმა ზოსიმემ. მეუფემ მხოლოდ იმ კითხვას უპასუხა, რაც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს ეხებოდა.

"მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და შემდეგ საქართველოს ეკლესია მოახდენს რეაგირებას. ახლა ჩვენ თავი შევიკავეთ", - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

კითხვაზე, უჭერენ თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფემ განაცხადა: "საქართველოს ეკლესია უჭერს მხარს".

ჯერჯერობით ასევე უცნობია, თუ როდის გამოქვეყნდება დღევანდელი სინოდის კრების ოქმი.

ტეგები