ლევან მურუსიძე: არ მინდა, საზოგადოებამ იფიქროს, რომ მურუსიძე იუდასთან ასოცირდება
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2018 18:25
ლევან მურუსიძე: არ მინდა, საზოგადოებამ იფიქროს, რომ მურუსიძე იუდასთან ასოცირდება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე ლევან მურუსიძესთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. გასაუბრებას მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

გასაუბრების ღიაობის სურვილი თავად ლევან მურუსიძემ გამოთქვა, ვინაიდან, მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან არსებულ კითხვებს მასთან მიმართებაში პასუხი უნდა გაეცეს.

"არ მინდა, საზოგადოებამ იფიქროს, რომ მურუსიძე იუდასთან ასოცირდება. ჩემზე არ ლაპარაკობენ, რომ მე ვარ არაკომპეტენტური, ჩემზე ლაპარაკობენ, რომ ვარ არაკეთილსინდისიერი", - განაცხადა გასაუბრებაზე მურუსიძემ.

წყარო:ინტერპრესნიუსი

ტეგები