ირაკლი კობახიძე: სპეკულაციები, რომ ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიას ლობირებდა, საფუძველსაა მოკლებული
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2018 19:27
ირაკლი კობახიძე: სპეკულაციები, რომ ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიას ლობირებდა, საფუძველსაა მოკლებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სპეკულაციები რომ ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიას ლობირებდა, საფუძველსაა მოკლებულია.

„არის სპეკულაციები, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს კავშირი არის მთლიანად საფუძველს მოკლებული“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, ლობირებდა თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის დამტკიცებას დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი.

ტეგები