ვენაში უცნობები ხალხს თავს დაესხნენ - არიან დაშავებულები
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2018 21:13
ვენაში უცნობები ხალხს თავს დაესხნენ  - არიან დაშავებულები

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში, უცნობი პირები ხალხს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად დაშავებულია, სულ მცირე, 14 ადამიანი. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  თავდასხმა ორმა პირმა განახორციელა, რომლებმაც ტაძარში მყოფები დააყაჩაღეს და მიიმალნენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები ხალხს აღნიშნული ტერიტორიის ვიზიტისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

ტეგები