იტალიის ქალაქ პიზის ციხეში ქართველმა პატიმარმა ბადრაგს სცემა
ამობეჭდვა · 28 / 12 / 2018 13:09
იტალიის ქალაქ პიზის ციხეში ქართველმა პატიმარმა ბადრაგს სცემა

იტალიის ქალაქ პიზის ციხეში ქართველი ციხის ბადრაგს დაესხა თავს.
 
ციხის ბადრაგი პატიმრის სხვა ადგილას გადაყვანას ცდილობდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქემ ერთ-ერთ მათგანს თავში ჩაარტყა. ბადრაგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოცემის ცნობით,  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქე პატიმარი ციხის თანამშრომელს დაესხა თავს. 
 
გამოცემის ცნობით, საქართველოს შემდეგ ნიგერიის წარმომადგენელმა პატიმარმაც სხვა ციხეში გადაყვანას შეეწინააღმდეგა და აგრესიულად იქცეოდა. იტალიის პენიტენციური პოლიციის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ლეო ბენედუჩიმ გადაწყვიტა, რომ ამჟამად პატიმრების გადაყვანის პროცესი შეაჩროს.