საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3200-ით გაიზარდა
ამობეჭდვა · 29 / 12 / 2018 10:46
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3200-ით გაიზარდა

საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 3200 -ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში 3 726.4 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2018 წელს კი 3 729.6 ათასი. აქედან სქესის მიხედვით ქალი ლიდერობს - 1938.1 ათასი ქალი და 1 791.6 1 ათასი კაცი.

საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2018 წელს ქალაქში 2 174.8 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო სოფელში 1 554.8 ათასი.

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, 2018 წელს მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი 70 წელს გადაცილებულებზე მოდის - 358 800 ადამიანი; შემდეგ პოზიციას 0-4 წლამდე ბავშვები იკავებენ - 278 200 ბავშვი; ხოლო ყველაზე ნაკლები საქართველოს მოსახლეობაში 65 დან- 69 ასაკამდე ადამიანია - 187.500

ტეგები