თიანეთის ქუჩის გაგრძელებაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 29 / 12 / 2018 14:59
თიანეთის ქუჩის გაგრძელებაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, თიანეთის ქუჩის გაგრძელებაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა. გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ასფალტის საფარი ჯამში 1 564 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, გზის დამჭერი საყრდენი კედელი და ბეტონის კიუვეტი მოეწყო.

რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„დაახლოებით 30 წლის განმავლობაში თიანეთის ქუჩის გაგრძელებაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არ განახლებულა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. გამგეობის დაკვეთით, გზის სავალ ნაწილზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო და ქუჩა მთლიანად კეთილმოწყობილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

პროექტის ღირებულება 124 927 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
 

ტეგები