„მზად ვარ სრულიად უსასყიდლოდ მივცე ჩემი თირკმელი ამ ბავშვს“
ამობეჭდვა · 29 / 12 / 2018 22:23
„მზად ვარ სრულიად უსასყიდლოდ მივცე ჩემი თირკმელი ამ ბავშვს“

ქართველი ლუი ანდერსონის” სახელით ცნობილი პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ პატარა ნიკოლოზს თირკმლის პრობლემა აქვს და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. ნიკოლოზის ანგარიშზე სრულიად უცხო ადამიანბმა უკვე ჩარიცხეს გარკვეული თანხა. ერთ-ერთი ემიგრანტი კი მას სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარ თირკმელს სთავაზობს.

”თუ თირკმელია საჭირო მზად ვარ ყველანაირი თანხის გარეშე გავიღო და დავთმო ჩემი თირკმელი ერთი ერთი უბრალოდ მე ოჯახით ვცხოვრობ საზგვარ გარეთ და ვერ წავალ ვერსად მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში ვინც აიგებს პასუხისმგებლობას რა როგორ ხდება და როგორ შეიძლება გაკეთდეს დამიკავშირდენ პირადში“, - წერს ფეისბუქ მომხმარებელი.

ტეგები