მე-17 დაწესებულებაში წვევამდელმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2018 10:15
მე-17 დაწესებულებაში წვევამდელმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა - სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ 1998 წელსდაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სავალდებულოსამხედრო სამსახურში იქნა გაწვეული. მანკასარიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს.

"მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციურიდაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი
იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. იგი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამეციდინო დახმარება გაეწია. ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანის ჯანმრთელობის
მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდისმცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით
მიიყენა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ტეგები