ნიკუშას 10 000 ლარს ჩაურიცხავენ - თირკმლის გადანერგვის ოპერაციას სეუ დააფინანსებს
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2018 11:00
ნიკუშას 10 000 ლარს ჩაურიცხავენ - თირკმლის გადანერგვის ოპერაციას სეუ დააფინანსებს

ნიკუშა ჭიჭიკოშვილისთვის თირკმლის გადანერგვის ოპერაციის დაფინანსებაში თავის წვლილს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიც (სეუ) შეიტანს. როგორც უნივერსიტეტის თანამშრომელმა, შაკო მესხმა სოციალურ ქსელში დაწერა, სეუ ნიკუშას 10 ათას ლარს ჩაურიცხავს.

"იმედია კონკრეტული პიროვნება არ გამიბრაზდება...

პატარა ნიკუშას თირკმლის გადანერგვის ოპერაციისათვის მამამისის პირად ანგარიშზე უნივერსიტეტი SEU ჩარიცხავს 10 000 ლარს.

უსაყვარლესი ნიკუშა, რომელმაც ასე ძალიან შეგვაყვარა თავი მთელ საქართველოს, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.

Tatia Zukhbaia

#სიკეთეგვაერთიანებს

#სიკეთეგადამდებია

#SიკეთესEრთობაUნდა", - წერს შაკო მესხი.
 

ტეგები