„თბილსერვის ჯგუფმა“ წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2018 11:32
„თბილსერვის ჯგუფმა“ წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა

„თბილსერვის ჯგუფმა“ წინასაახალწლოდ წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა.მადლობის სიგელები და საჩუქრები მათ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერისმოადგილემ, მაია ბითაძემ და „თბილსერვისის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ გადასცეს.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს შრომისთვის და აღნიშნა,რომ თბილისში წესრიგი და სისუფთავე სწორედ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების დამსახურებაა.

"მინდა დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ და პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვოთ.თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენს ქალაქზე, რათა ის იყოს უფრო მოწესრიგებული, სუფთა და ლამაზი. თქვენი როლი ჩვენთვის - ქალაქის მთავრობისთვის და მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა დაფასდეს“, -
განაცხადა კახა კალაძემ.

ნომინაციაში - „წლის საუკეთესო თანამშრომლები“ დაჯილდოვდა „თბილსერვის ჯგუფის“ ორმოცდახუთი თანამშრომელი, რომელიც წლის განმავლობაში საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა.

ტეგები